ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან ერთად, შეხვედრაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. ევროპელი დიპლომატები ერთგვარ „ჩარჩო დოკუმენტს“ მოამზადებენ, რომელზეც 17და 18 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. როიტერსის ინფორმაციით, სწორედ ევროპული საბჭოს სხდომაზე იგეგმება საქართველოს მისამართით კიდევ ერთი მოწოდება, რომ ქართული ოცნება საფრთხეს უქმნის ქვექნის ევროკავშირში ინტეგრაციას.