თუ ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება, იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს , - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
„იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ პუტინი შესაძლოა ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს, მსურს გავიმეორო, რომ ბრაზილიის ხელისუფლების, როგორც რომის სტატუტის მხარის ვალდებულებაა, იგი დააკავოს, თუ ჩასვლას გაბედავს“, - განაცხადა ანდრეი კოსტინმა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს.
„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ბრაზილია მას დააკავებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის სტატუსს, როგორც დემოკრატიასა და სახელმწიფოს, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება“, - აღნიშნა კოსტინმა.
ცნობისთვის, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი 18-19 ნოემბერს გაიმართება.