რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტით მიტანილი დარტყმის სამიზნე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ხორბლის შესანახი საცავი და სამოქალაქო ხომალდები დაზიანდა. ამასთან, ოკუპანტებმა გასულ 24 საათში, უკრაინაზე 53 სააჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 90-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 161 საბრძოლოო შეტაკება მოხდა.