თეირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ ირანის შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ სანქციები დააწესა. ევროკავშირის საბჭოს დადგენილების თანახმად, ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე არიან. ასევე ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებას აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ძირს უთხრიან. სიაში შედის ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამი ირანული ავიაკომპანია. სანქციები დაუწესდა ასევე ორ კომპანიას, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.