ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გზავნილებს ქართული პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგი განსაზღვრავს ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსი. ამავდროულად, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, მათ ევროკავშირის მხრიდან სამართლიანი მიდგომის მოლოდონი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ატგუმენტებს მოკლებულია ის ბრალდებები, რომელიც ანტიდემოკრატიული ქმედებებს უკავშირდება.