ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეფ ბორელი "ქართული ოცნების" ქმედებებს "ავტორიტარიზმისკენ გადასვლას" უწოდებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბორელის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიის ტესტი იქნება. გარდა ამისა, „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულ ყოველთვიურ საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ "თუ ახლა ევროკავშირი საქართველოს დაკარგავს, ძალიან მალე დაკარგავს სომხეთსაც".