დღეს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ამ შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაც გაიმართება.