რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმდინარე წლის 19 ივნისს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. დოკუმენტი რუსეთის პარლამენტის ონლაინ ბაზაში უკვე გამოქვეყნდა. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ „თუ რომელიმე მხარე დაექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას რომელიმე სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას“.