ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ჩვენ ნატო ვართ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი. ნატო-ს ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ, მოწინააღმდეგეები არასდროს შეგვაშინებენ“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მარკ რუტეს თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის მისი გზავნილი იქნება ის, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს.
„გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.