„ქართული ოცნების“ 12 წელი სასამართლოში - ამ თემაზე სასაუბროდ „სასამართლოს გუშაგის“ ორგანიზებით მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პირობებში საქართველოში ჩაკეტილი, პოლიტიზირებული და არაეფექტიანი სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებმა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმები, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესი გააკრიტიკეს.