უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალები განცხადებით, დრონები ნიკოლაევის, კიევის, ოდესისა და ჩერკასის ოლქებში გაანადგურეს, ასევე ოთხი რუსული დრონი გაუჩინარდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, შვიდი რაკეტა და ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს. რუსეთის მიერ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.