ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი ღაზაში ომის დასრულებაა, - ამის შესახებ კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ განაცხადა.
„ლიბანის საზღვარზე ესკალაციის შესაჩერებლად ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ღაზაში ომის დასრულებაა. პალესტინელ ხალხთან, რომელიც თავის ლეგიტიმურ უფლებებს იცავს, ნგრევა არ იმუშავებს“, - განაცხადა კატარის ამირამ.
შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის თქმით, ისრაელმა აგრესიის მასშტაბი მიზანმიმართულად გაზარდა, რადგან მისთვის ამის შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა.