ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 580 მლნ დოლარით გაიზარდა. მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ეს კი დაახლოებით 580 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული წლის სექტემბერში ვალის მოცულობა 8 მილიარდ 452 მილიონ დოლარს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ წლის სექტემბერში უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8 მილიარდ 647 მილიონი დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6 მილიარდ 538 მილიონი დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1 მილიარდ 609 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება დაახლოებით 386 მლნ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ბანკი.
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს - 814.5 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა გერმანია - 617.6 მლნ დოლარით, მესამეზე იაპონია - 131.8 მლნ დოლარით. ხუთეულშია - ავსტრია - 12 მლნ დოლარით და ქუვეითი - 10.6 მლნ დოლარით.