ინდოეთიდან ტურისტების რაოდენობა 47.6%-ით გაიზარდა. ეს მონაცემები მიმდინარე წლის 9 თვეს მოიცავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, გასულ წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოს ინდოეთის 59 258 მოქალაქე ესტუმრა. მიმდინარე წლის იმავე პერიოდში საქართველოში ინდოელი ტურისტების რაოდენობა 28 233-ით გაიზარდა და 87 491 ვიზიტი შეადგინა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 5 მილიონ 790 ათასს გადააჭარბა, რაც წლიურად 4.1%-იან ზრდას აჩვენებს. აღნიშნული ვიზიტებიდან 750 ათასზე მეტი არატურისტული მიზნით, 5 მილიონზე მეტი კი ტურისტული მიზნით განხორციელდა.