საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 547 ლარია. PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 291 ლარი იყო, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 178 ლარი შეადგინა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 110 ლარი იყო. ამავე კვლევით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი დედაქალაქში 721 ლარია, გურიაში - 661 ლარი, კახეთში - 649 ლარი, ხოლო აჭარაში - 476 ლარი.