არასამთავრობო ორგანოზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მიმდინარე წლის 1 ივნისიდან წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება. მისი განცხადებით, მონიტორინგის პირობებში „ქართული ოცნების“ აგიტატორებისა და მხარდამჭერთა მხრიდან გამოიკვეთა დარღვევები და ამის მაგალითია ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა, ასევე პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სიცრუის პროპაგანდა. კონკრეტულად რას აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები.