თავდაცვის ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება - მიმდინარე და გასული წლების ანალოგიურად, 2025 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობა კვლავ არა უმეტესს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.
თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ მთავრობის წარდგინება, რომელიც პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად შევიდა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა.
დღევანდელი განხილვით კომიტეტმა X მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, ბოლო სხდომა გამართა.