ვინაიდან ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალური პირები მიხვდნენ იმას, რომ დიპლომატიურად შეფუთული გზავნილები - საკმაოდ მკაცრი, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი - არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რა სიღრმისა და ხარისხის პრობლემებთან აქვთ საქმე, გადავიდნენ ძალიან მკაფიო და პირდაპირ ენაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც შეაფასა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადება.