ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გზავნილები ქართული პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილები შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. მათი თქმით, არგუმენტებს მოკლებულია ის ბრალდებები, რომელიც ანტიდემოკრატიულ ქმედებებს უკავშირდება. ბორელის გზავნილებს საქართველოში მესამე სექტორის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.