საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაერთიანებული სამეფოს ელჩი საუბრობს. ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გარეტ უორდმა ყურადღება არაერთ საკითხზე, მათ შორის მოახლოებულ არჩევნებზე და საქართველოს ევროინტეგრეციაზე გაამახვილა. ბრიტანელი დიპლომატის გზავნილებს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.