საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს შეხვდა. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა. მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა „ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტებას შეეხებოდა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დასახელებას აპირებს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, ამ საკითხზე სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს.