თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაათვალიერა. სამედიცინო დაწესებულებაში 2024 წელს წარმოებული უახლესი მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატია განთავსებული. სამედიცინო დანადგარი, პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე, რეგიონიდან გაუსვლელად მაგნიტო-რეზონანსული ღრმა კვლევებით ისარგებლონ. სამედიცინო აპარატურით მომსახურება მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ. პაციენტებს ადგილზე ქიმიოთერაპიის სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ.