„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საგარეჯოს რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ. ლიდერებმა ადგილობრივებთან არჩვნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ისე როგორც მთელ საქართველოში, საგარეჯოშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ მოსახლეობა ოპოზიციურადაა განწყობილი. მან ქართული ოცნების ცრუ დაპირებებზე ისაუბრა და ყურადღება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელ სასიკეთო ცვლილებებზე გაამახვილა.