საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 9 პირი პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა. 2 მსჯავრდებულს კი ციხეში დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა.