ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასმული კითხვის პასუხად.
“გვსურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით”, - განაცხადა მილერმა.