"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი, ოპონენტების მიერ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა და აგენტური კოალიცია - ქართული ოცნების წინასაარჩევნო გზავნილები უცვლელია. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,„ქართულმა ოცნებამ“ გასვლითი რეგიონული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩაატარა. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში შედგა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას მმართველი პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. ქართული ოცნების ლიდერები კვლავ იმეორებენ, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2012 წელს ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩაიბარა. მათივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შედეგად, მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო, ქვეყანაში კი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი. როგორც ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, მათმა გუნდმა სახელმწიფოში სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევა შეძლო, ვინაიდან, ოპოზიციისგან განსხვავებით, სხვების გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მმართველი პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ოპონენტები ქყვეყანას ომში ექაჩებიან და ღალატობენ