შეჩერებული „უორდროპის დიალოგი“,კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები - გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ღიად ამბობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასთან "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და საგარეო ვექტორის ცვლილების გამო ამ ეტაპზე დაპაუზებულია. ბრიტანეთის ელჩის აღნიშნული გადაწყვეტილება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. მათივე თქმით, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევას ნიშნავს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ რომ პარტნიორების მხრიდან მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.