ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ოპერაცია გრძელდება და ბოლო 24 საათის განმავლობაში „ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს და უამრავი იარაღი გაანადგურეს“.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ მათი ჯარები ჩაერთნენ პირისპირ ბრძოლაში „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან და ასევე დაუპირისპირდნენ მათ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებით.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს რაკეტების გამშვებები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა იარაღი, რომლებიც მიმართული იყო ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებზე.
ისრაელი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტ ობიექტზე ლიბანის 50-ზე მეტ რაიონში, მათ შორის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობით.