ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლელი პარტნიორების მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის საქართველოზეც. ჯოზეფ ბორელისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკული გზავნილები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია მმართველი გუნდისთვის.განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ქართული ოცნების ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა და მთავარი გამოსავალი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკის ექსპერტები კი აცხადებენ რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა პასუხია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებზე.