შეერთებულმა შტატებმა წერილობით მიმართა ისრაელს და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად 30 დღე მისცა. ისრაელის მთავრობისთვის გაგზავნილი აშშ-ის წერილი, რომლის შინაარსიც, მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. მას ხელს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აწერენ. მასში ნათქვამია, რომ ისრაელის ევაკუაციის ბრძანებებმა მილიონ 700 ათას ადამიანს ალ-მავასის რაიონში შესვლა აიძულა, სადაც ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. წერილში საუბარია აშშ-ის იმ კანონებზე, რომლებიც კრძალავს სამხედრო დახმარებას ქვეყნებისთვის, რომლები აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აფერხებენ. ის ასევე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს ჩრდილოეთ ღაზას იზოლაცია და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ მისი პოლიტიკა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას არ გაითვალისწინებს. ამასთან, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილი იყო პირადი დიპლომატიური კომუნიკაცია, რომლის გასაჯაროებასაც არ აპირებდნენ.