რუსეთის ფედერაციამ Shahed-136 ტიპის დრონების მოდერნიზება განახორციელა და ახლა ე.წ. „კამიკაძე-დრონები“ უფრო მაღალ სიმაღლეზე და უფრო სწრაფად დაფრინავენ, - ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, „შაჰედები“ მანამდე ძალიან ნელები იყვნენ, რთულად მანევრირებდნენ და მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე შეეძლოთ ფრენა.
„უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ასევე გააუმჯობესეს აღჭურვილობა და ტაქტიკა, რათა გააგრძელონ „კამიკაძე-დრონების“ ჩამოგდება“, - აცხადებენ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები.
„უკრაინის თავდაცვის ძალები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ მტერი უფრო მეტ Shahed-ის ტიპის დრონებს გამოუშვებს და მათი ჩამოგდება, ალბათ, უფრო რთული იქნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და ავიაციის ექსპერტმა კონსტანტინ კრივოლაპმა.