სუსის ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება, მისი გავრცელების მიზანი კი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა. სუსის განცხადებას უკვე მოყვა გამხმაურება პოლიტიკურ სივრცეში.