ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლელი პარტნიორების მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში ხვალ გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის საქართველოზეც. როგორ აფასებენ სახელისუფლებო გუნდში და ოპოზიციაში ჯოზეფ ბორელისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ გზავნილებს.