ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ქვეყანა მზადაა საჭიროების შემთხვევაში ისრაელს დაუპირისპირდეს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველა ღონეს ხმარობს, სრულად მზად არის, ისრაელის ნებისმიერ მოქმედებას გადამწყვეტი პასუხი გასცეს. ირანის საგარეო უწყების ცნობით, გენოციდის, სისასტიკისა და აგრესიის დასასრულებლად აბას არაღჩი იორდანიას, ეგვიპტესა და თურქეთს ეწვევა.