პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე საბრინა სინგს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ შეიძლება აშშ-მ, ისრაელის მსგავსად, ანტისარაკეტო სისტემები პოლონეთში ან რუმინეთში განათავსოს, რათა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ხელი შეუწყოს. სინგის თქმით, აშშ-ს ისრაელისა და უკრაინის მიმართ სხვადასხვა ვალდებულებები აქვს და ეს განსხვავებულ რეგიონებში მიმდინარე, სხვადასხვა ომებია. ამასთან მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაის მხარდაჭერას აგრძელებს.