ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ევროპული საბჭოს სამიტისთვის ემზადებიან. ხვალ და ზეგ ევროპელი ლიდერები რეგიონალურ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების შესახებაც იმსჯელებენ. მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების მხრიდან სამართლიან მიდგომას ელოდება და პირობას დებს რომ ძალიან მალე დასავლეთთან დღეს არსებული გაფუჭებული ურთიერთობა წარსულს ჩაბარდება. გაჩერებული ევროინტეგრაციას პროცესზე საუბრობს ოპოზიცია. რას უნდა ველოდოთ ევროპული საბჭოს სამიტისგან.