სუსის ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება, მისი გავრცელების მიზანი კი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა. სუსის განცხადებას უკვე მოყვა გამხმაურება პოლიტიკურ სივრცეში. პრემიერი უწყებას მადლობას უხდის საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, ოპოზცია კი ფიქრობს, რომ სუსის განცხადება საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობაა.