საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება. ოპოზიცია მძიმე წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს. ამბობენ რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვს და საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეებსა და მათ ოჯახისწევრებს "ქართული ოცნების" დავალებით პირადობის მოწმობებს ართმევენ , რისი მიზანიც არჩევნებზე მისული ადამიანების გაკონტროლებაა. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ პარტიაში.