"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გიორგი ვაშაძესთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ლანჩხუთში იმყოფება. თინა ბოკუჩავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც გურიიის მოსახლეობას აწუხებს. ასევე საუბარი შეეხებოდა იმ ცვლილებებს, რომელსაც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ბოკუჩავას თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გააუამებს რუსულ კანონს და დაიწყებს უსწრაფეს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.