თუ ისლამური ქვეყნები გავერთიანდებით, სიონისტური რეჟიმი დანაშაულების ასე მარტივად ჩადენას ვერ გაბედავს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ომანის სულთანთან, ჰაითჰამ ბინ თარიქთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ომანის სულთანთან სატელეფონო საუბარში მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ირანი ღაზასა და ლიბანში „ისრაელის დანაშაულებთან“ დაკავშირებით ომანის პოზიციას აფასებს.