სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ წინასაარჩევნოდ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრობს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. სუსის განმარტებით, აღნიშნულის გავრცელების მიზანი კი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა. სუსის განცხადებას უკვე მოყვა გამხმაურება პოლიტიკურ სივრცეში. პრემიერი უწყებას მადლობას უხდის საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, ოპოზცია კი ფიქრობს, რომ სუსის განცხადება საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობაა.