საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე ოპოზიცია მძიმე წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვს და საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეებსა და მათ ოჯახისწევრებს "ქართული ოცნების" დავალებით პირადობის მოწმობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ, რისი მიზანიც არჩევნებზე მისული ადამიანების გაკონტროლებაა. ბრალდებებს უარყოფენ მმართველ პარტიაში.