იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა. იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს. რატი ბრეგაძის განცხადებით, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.