ქვეყანაში დგას საკითხი - ეს ქვეყანა წავა წინ თუ უკან. წინსვლას სჭირდება ცვლილება. “ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში ვერ გაგვიმართლა და მეტიც - ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ რამდენიმე წლით გადადოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.