აშშ-ის ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, რომ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად აირჩიონ. განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ უიზი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დაფნა რენდი. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.