ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპული საბჭოს სხდომისთვის ემზადებიან. ევროპელი ლიდერები არაერთ საკითხს განიხილავენ - მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაში მიმდიმარე მოვლენებია. შესაძლო მოლოდინთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებისგან კრიტიკულ გზავნილებს ელოდებიან. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესს დაუბრუნდეს.