. სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ, შესაძლოა, არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ უნდა შეტრიალდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს მოსკოვთან კავშირები, რაც ბოლო დროს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. საქართველოს პრეზიდენტმა იმის იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. მან ისიც აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოიპოვოს, ვინაიდან საარჩევნო თაღლითობის შესაძლებლობა არსებობს. ზურაბიშვილის არ არის დარწმუნებული, თუ რა პოლიტიკას გააგრძელებს “ქართული ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში - ეცდება თუ არა რადიკალური დაპირებების შესრულებას, როგორიც, მაგალითად, არის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა.