წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტუდენტებს შეხვდნენ - კოალიციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საარჩევნო პროგრამა სახელწოდებით "ილიას გზას" გააცნეს და იმ კონკრეტული გეგმების შესახებ ესაუბრნენ, თუ როგორ აპირებენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული რეალობის შეცვლას. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ზუსტად 10 დღე დარჩა იქამდე, ვიდრე "ქართული ოცნების" "12-წლიანი მმართველობა და ცრუ დაპირებები" დამთავრდება. თავის მხრივ, გაერთიანების კიდევ ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ახალგაზრდებს "ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის" თითოეული გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ "ილიას გზა" სწორედ ის სამოქმედო გეგმაა, რომლითაც კოალიცია საქართველოში არსებულ რეალობას შეცვლის.