უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ცნობილი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის განახლებული პროგრამიდან გახდა. ალიანსის შტაბბინაში აღნიშნეს, რომ ზელენსკი ხუთშაბათს ნატო-ს მთავარ ოფისს ეწვევა. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ევროკავშირის სამიტზე, სადაც „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს.