ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბაზების ჩხრეკისას თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს. ნეთანიაჰუმ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის ჯარს ჰქონდა უფლება ჰქონოდა იარაღი მდინარე ლიტანის სამხრეთით. მისივე მტკიცებით, ისრაელის ერთადერთი მიზანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, მისცენ საშუალება, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ.